კომპანია „ქვევრის ღვინის მარანი“ 2015 წლიდან ეფუძნება ივანე ნარეკლიშვილის ოჯახის საგვარეულო ქვევრის ღვინის წარმოების 350 წლიან ტრადიციებს. საგვარეულო ტრადიციის აღდგენა ეყრდნობა მრავალწლიან გამოცდილებას ქვევრის ღვინის წარმოებაში წინაპართა ტარადიციების გათვალისწინებით.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიციური სპეციალისტებისაგან, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და უძველეს ტრადიციებზე დაყრდნობით, მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოს ვქმნით.
ჩვენი მისიაა დავამზადოთ უძველესი ქართული ვაზის ჯიშებისაგან დაყენებული, ტრადიციების შესაბამისი, ქვევრის მაღალ ხარისხიანი ღვინო. ჩვენ მივისწრაფით ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრისკენ.
ჩვენი ხედვაა დავმკვიდრდეთ ისეთ კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია, შექმნას ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქტი.
ჩვენი ფასეულობები და პასუხისმგებლობაა მომხმარებლის კმაყოფილება, რომელიც უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად შეგვიძლია მომხმარებელს მუდმივად მივაწოდოთ მაღალი ხარისხისა და უძველესი ტრადიციების ქვევრის ღვინო.
შედეგებზე ორიენტირებულნი ვქმნით შესაძლებელს თქვენი მოლოდინები ვაქციოთ რეალობად.