შეაბიჯებთ თუ არა რესტორან პურის სახლში, „სათონეში“ აღმოჩნდებით. აქ თქვენს თვალწინ აცხობენ გრძელ კახურ შოთსა და მრგვალ თხელ მადაურს, თონეშივე ამზადებენ ლეჩხუმურ ლობიანსა და ხაჭაპურს. ყოველ საღამოს ჟღერს ქართული ქალაქური მუსიკა ცოცხალი შესრულებით. დარბაზში „სათავადო“ აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი,დააგემოვნოთ ღუმელში გამომცხვარი ხბოს ნეკნები მოტკბო-მომჟავო სოუსით, მით უმეტეს, რომ მას თავად შეფ-მზარეული მოგართმევთ. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ აქაური კულინარია მხოლოდ შედეგით როდი გასიამოვნებთ. თუ ერთხელ მაინც საკუთარი ხელით თონეში ჩაკრული პურის გემო არ გაგისინჯავთ, პურის სახლში ამის გამოცდილებას ნებისმიერი მსურველი მიიღებს.