ვაჟა დავითაძის მარანი

ვაჟა დავითაძის მარანი

Posted on November 15, 2020
კატეგორია:ქართული
მდებარეობა:ბათუმში
Rating
0.0

ქალაქ ბათუმში გიორგი ბრწყინვალეს  №24 ში სასტუმრო „მარანში“ არის მიწისქვეშა ღვინის სადეგუსტაციო მარანი. სადაც სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოს უნიკალური ყურძნის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ხიხვი, ქისი, ცოლიკაური, ჩხავერი, საწური, უსახელაური, ალექსანდროული-მუჯურეთული (ხვანჭკარა). ღვინოები დაყენებულია კახური (ქვევრში), იმერული და კლასიკური ტექნოლოგიით. მარანს საკუთარი ვენახები გააჩნია, როგორც კახეთში, ასევე მაღალმთიან აჭარაში.

დეგუსტაციები ტარდება ყოველდღიურად, დეგუსტაციის დროს სტუმრებს შეუძლიათ ნახონ დოკუმენტური ფილმები მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ.

სტუმრებს დეგუსტაციის შემდეგ შესაძლებლობა ეძლევათ თავად შეარჩიონ და შეიძინონ, ჩვენი კომპანიის მიერ ბოთლში ჩამოსხმული ნატურალური ღვინოები.

სასტუმრო „მარანის“ მე-7 სართულზე ფუნქციონირებს ღვინის რესტორანი, საიდანაც იშლება ქალაქის უნიკალური ხედები.