წისქვილი

  • იხილეთ ვიდეო
  • ესტუმრეთ საიტს
  • ყველაფერი ასე დაიწყო:
  • თავიდან იყო ჩანჩქერი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ხეხილის ბაღი, ჩრდილიანი საქეიფო ადგილი და თბილისში იმ დროისათვის პირველი წყლის წისქვილი, რომელსაც 1988 წელს საფუძველი ჩაუყარა ჯუმბერ მაღლაკელიძემ, იგი ფუნქციონირებდა 2001 წლამდე. ამავე წელს გაჩნდა იდეა, რომ ამ ადგილას გაშენებულიყო ქართული რესტორანი, რომელსაც ხორცი შეესხა 2002 წელს.
  • 2002 წელს გაიხსნა რესტორანი ” წისქვილი “
  • იგი გამოირჩევა განუმეორებელი არქიტექტურითა და დიზაინით, შემოქმედის უნიკალური ნიჭის წყალობით მასში ჰარმონიულად არის შერწყმული ბუნებრივი ლანდშაფტი და ქართული სულის სილამაზე. ეზოში შემოსვლისთანავე თავს იგრძნობთ ზღაპრულ სამყაროში, მარადმწვანე მინდორი, ქართული თონე, ულამაზესი ბუნებრივი ჩანჩქერი, ხეხილის ბაღი, ვენახის ტალავერი, უამრავი ყვავილი, დარბაზში ბუნებრივი კლდე, ნამდვილი წყლის წისქვილი და უამრავი სამუზეუმო ექსპონატი შეგიქმნით განუმეორებელ შთაბეჭდილებას საქართველოს ისტორიასა და მის კულტურაზე.
  • რესტორანი ” წისქვილი” ორიენტირებულია მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციების პოპულარიზაციაზე, რაც გამოიხატება ეროვნული სამზარეულოსა და ფოლკლორული პროგრამის წარმოჩენით.
  • მუსიკალური პროგრამა
  • რესტორანში ყოველ საღამოს (18:00 სთ-დან 00:00-მდე) მოისმენთ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ცოცხალი შესრულებით: ქართული ფოლკლორი, დუდუკები, ქალაქური მელოდიები, ვიოლინოს და ფორტეპიანოს დუეტი. უძველესი მრავალხმიანი სიმღერები, და ცეცხლოვანი ცეკვები.
    ანსამბლი “კელაპტარი”, მედუდუკეთა ანსამბლი “თამარიონი”. ჩვენთან მოცეკვავეთა ჯგუფი წარუშლელ შთაბეჭდილებას უტოვებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუმრებს.
    ჩვენი მუსიკალური პროგრამის სამხატვრო ხელმძღვანელია, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის დირექტორი, მომღერალი და ლოტბარი გიორგი უშიკიშვილი.
  • არსებობს  სიტუაცები,  როდესაც  გსურთ უმასპინძლოთ  სტუმრებს  საკუთარ  სახლში  ან  აგარაკზე, მაგრამ, საშინაო და  მოსამზადებელი  სამუშაოების  თავიდან  აცილების  მიზნით  არჩევანს  აკეთებთ  ამა  თუ  იმ  რესტორანზე. რესტორანი  ”წისქვილი”  გთავაზობთ  მაღალ ი ხარისხის  პროდუქტით,  ყველა  საჭირო  ინვენტარითა  და პროფესიონალი სერვისის  თანამშრომლებით  მომსახურებას  თქვენთვის  სასურველ  დროსა  და  ადგილზე. ღონისძიების  მსვლელობისას  ჩვენი  სერვისის  თანამშრომლები  გაგიწევენ  მაღალი  კლასის  მომსახურებას. პროფესიონალი  მზარეული  მოგიმზადებთ  და  მოგართმევთ  შეკვეთილ  კერძს. ჩვენი  დიასახლისები,  როგორც  ღონისძიების  მსვლელობისას,  ასევე  დასრულების  შემდეგ  უზრუნველყოფენ სტუმრების  მიერ  გამოყენებული  ადგილების  სისუფთავეს. ღონისძიების  დასრულების  შემდეგ  სახლს  ექნება  ისეთივე  იერი,  როგორც  გამოიყურებოდა  სტუმრების  მოსვლამდე.

  • იხილეთ ვიდეო
  • ესტუმრეთ საიტს
  • 2005 წელს გაიხსნა რესტორანი ” ლუდის მოედანი”
  • იგი გამორჩეულია თავისი განუმეორებელი არქიტექტურითა და დიზაინით, დარბაზში იხილავთ საინტერესო ელემენტებს. ახლისა და ძველის სინთეზი, რომაული არქიტექტურის დეტალები და ძველი თბილისის აივნები საოცრად დიდ შთაბეჭდილებას უტოვებს ნებისმიერ მნახველს.
  • შემოსვლისთანავე მოხვდებით ღია მოედანზე, მის შუა გულში და დარბაზში მოქმედებს სტაციონალური გრილი, რომელზედაც მზადდება ლუდისთვის შესაფერისი კერძები. ჩამოსასხმელი ლუდის მრავალსახეობა, ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევანი, კლასიკური და ქალაქური მელოდიები, ნებისმიერი სტუმრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
views16998,

Copyright © 2011 by Our Restaurants - საქართველოს რესტორნების პორტალი