ინფორმაცია რესტორნის შესახებ
  • რესტორანი „ვაინშტეფანი“ მაღალი კლასის რესტორანია, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ქართულ და ევროპულ სამზარეულოს და ათასწლოვან ტრადიციის მქონე პრემიუმ კლასის ლუდს Weihenstephan რომელიც იწარმოება მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში. ვაინშტეფანის სტუმარს შეუძლია ისარგებლოს სხვადასხვა ტიპის დახვეწილი ინტერიერით:
  • ღია ტერასა გათვლილია 50 სტუმარზე, ტერასაზე განთავსებულია ღია სამზარეულო.ჩვენი ტერასა იმით გამოირჩევა, რომ ზამთარში თბება და სტუმრებს ჩვეულ რეჟიმში მასპინძლობს.
  • მთავარი დარბაზი გათვლილი 70 პერსონაზე, სადაც შესანიშნავი გარემოა კორპორატიული საღამოებისთვის, საქმიანი შეხვედრებისთვის და ბიზნესლანჩისთვის.
  • Lounge Bar გათვლილია 65 პერსონაზე,კომფორტულ გარემოში სტუმრებს შეუძლიათ განიტვირთონ და მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.
  • რესტორან ვაინშტეფანს სხვა რესტორნებისგან გამოარჩევსის, რომ კერძების და სასმელების უმეტესობა მზადდება ადგილზე. ხაზი ესმევა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს, სეზონურობას და კულინარიული დამუშავების ტექნოლოგიას.
    – ადგილზე მზადდება გერმანული ტექნოლოგიით 8 სახეობამდე სოსისი
    – საფუარის და დანამატების გარეშე ადგილზე ცხვება თეთრი, სერი და შავი პური. შემადგენლობა: ქართული ხორბლის ფქვილი და ალაო.
    – რესტორანი კერძებში იყენებს მხოლოდ ფრანგული – „ლიმუზინის“ ჯიშის ძროხის ხორცს, ადგილზე ხდება სასტეიკე ხორცის დაძველებაც.
    – ადგილზე მზადდება 5-მდე სახეობის ხილის ფრეშ ლიმონათი
  • ჩვენი რესტორნის საფირმო მარკა კი მისი სახელობის ლუდია, რომლის გემოც ლუდის მოყვარულებს არასოდეს ავიწყდებათ. ვაინშტეფანი ათასწლოვანი ტრადიციის მქონე პრემიუმ კლასის ლუდია, რომელიც იწარმოება მიუნხენის ჩრდილოეთით მდებარე ბენედიქტების მონასტერში, ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციების დაცვით.

ვაინშტეფანი
Smiley face (+995) 599 02 08 00
Smiley face info@restornebi.com
Smiley face ეწვიეთ FACEBOOK გვერდს
Smiley face თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის #27