თავადური

რესტორნის შესახებ

ჩვენს დარბაზ ‘სანადიმო’-ში საახალწლო განწყობას დაუვიწყარი შოუ, სადღესასწაულო მენიუ, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამა , კოსტიუმირებული სანახაობა, გათამაშება და ზღაპრულად მორთული გარემო შეგიქმნით.

🎶 იმღერებენ:
🎤 მიშა სულუხია;
🎤 გიორგი ჩიქოვანი;
🎤 ჯგუფი SPARKLE;
🎤 ქეთი ინწკირველი;
🎤 ‘თავადურის ტრიო’
საღამოს წაიყვანს – გიორგი ვარდოსანიძე !
ქართული ცეკვების კოსტიუმირებულ შოუს წარმოგიდგენთ ანსამბლი ‘თავადური’.
ჩვენთან ზღაპრული ახალი წელი დადგება !

არ გამოტოვოთ !
31 დეკემბერი !
23:00
მაგიდის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 08 77 88.

ახალი წლის ღამე ჩვენთან განსაკუთრებულად აღინიშნება, თუმცა არ ვივიწყებთ იმათაც, ვინც ამ ღამით ვერ გვსტუმრობს და მის ოჯახურ გარემოში გატარებას გეგმავს.
საახალწლო სუფრის მოწყობა ახალი წლის უმნიშვნელოვანესი დეტალია, თუმცა საკმაოდ შრომატევადია ამ საქმისთვის თავის გართმევა.
ჩვენ შეგიმსუბუქებთ საახალწლო სამზადისს !
თქვენ, ვინც კარგად გახსოვთ ჩვენი კერძების განუმეორებელი გემო და თქვენც, ვინც პირველად უნდა გასინჯოთ ისინი.
შეგვიკვეთეთ ნებისმიერი კერძი ჩვენი მენიუდან !
📞 ნომერზე: 596 08 77 88;
ჩვენ გიქმნით თავადურ კომფორტს !

 

,,თავადური“ – ქართული, საავტორო სამზარეულოს კლასიკური რესტორანია, მე-19 საუკუნის თბილისის ისტორიულ პარკში – „მუშტაიდი.“

ისტორიკოსების ჩანაწერებიდან
“თავადური”-ს შენობის მეოთხე სართულზე განლაგებულია “მუშტაიდის ვერანდა”.
►ვერანდის შექმნის იდეა დაკავშირებულია რესტორნის ისტორიულ ადგილმდებარეობასთან მუშტაიდის პარკში, ასევე მე-19 საუკუნის თავადების სასეირნო და ბუნებაში საქეიფო საყვარელ ადგილთან.
►„მუშტაიდიის ვერანდის” გერბზე გამოსახულია მუშტაიდის ბაღის ისტორიული შესასვლელის არკა, რომელიც ამჟამად აღარ დგას აღნიშნულ ადგილზე, თუმცა ფოტოები, მე-19 საუკუნის ფოტოარქივიდან, მოწმობენ მის არსებობას. ვერანდის გერბი “თავადური”-ს მთლიან ლოგოზე სიმბოლურად გაერთიანებული ოთხი სივრციდან – “სალხინო”, “სათავადო”, “სანადიმო” და “მუშტაიდის ვერანდა”- ამ უკანასკნელს აღნიშნავს.
● ვერანდა რესტორნის სახურავზე მყუდრო და პრაქტიკულად კამერულია. ის გარე სამყაროსაგან მოფარებულია სიმწვანითა და ცოცხალი ყვავილებით, ზუსტად ისე, როგორც პარკი მუშტაიდი თავის საუკეთესო წლებში…
● ამას ემატება როტანგის ავეჯი, სავარძლები და რბილი დივნები, რომლებშიც ასე სასიამოვნოა ჩაძირვა და ყოველდღიურობისგან გარიდება.
● შეფ-მზარეულის საავტორო მენიუში წარმოდგენილია საინტერესო,სეზონური კერძები და დესერტები, რომლების წყაროც თანამედროვე კულინარული რეცეპტებია.
info@tavaduri.ge

კონტაქტი
Smiley face +(995) 32 2 000888
Smiley face +(995) 596 08 77 88
Smiley face res.tavaduri@gmail.com
Smiley face მტკვრის მარცხენა სანაპირო, მუშტაიდის 18