მეტეხის ჩრდილში

რესტორნის შესახებ
  • main-logo
  • თბილისის ძველ ნაწილში მდებარე ქართული რესტორანი „მეტეხის ჩრდილში“ გთავაზობთ მყუდრო გარემოსა და უგემრიელეს კერძებს. ყოველდღიურად  ჩვენს სტუმრებს შეუძლიათ ისიამოვნონ ნაციონალური სიმღერებითა და ცეკვებით, ხოლო ყოველ პარასკევს მომღერალი მიმტანები თქვენს ამაღლებულ განწყობაზე იზრუნებენ. სტუმრებს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ თავად გამოაცხონ  ქართული პური. ჩვენი ულამაზესი ტერასიდან შეგიძლიათ დატკბეთ ძველი თბილისის გამაოგნებელი ხედით. რესტორნის კონცეფცია დაფუძნებულია სპექტაკლზე „მეტეხის ჩრდილში“. ჩვენთან სტუმრობისას აუცილებლად გადაიღეთ ფოტო ჩვენს selfie spot-თან.
  • მეტეხის ჩრდილი ქართულ-ევროპული რესტორანია. თბილისის არაჩვეულებრივი ხედით, უგემრიელესი ქართული კერძებით, ნატურალური საკვებით და საღამოს გასართობი პროგრამები განსაკუთრებით ტურისტებს ხიბლავთ. რესტორანი გთავაზობთ ქართული ნაციონალური ცეკვებისა და სიმღერების წარმოდგენებს.
    მეტეხის ჩრდილის 1 დარბაზი 160 – 170 სტუმარს იტევს. განყოფილებები კი 50 სტუმარს. სამუშაო საათები – 12:00 – 01:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
    დამატებითი მომსახურება: wifi, კერძო და კორპორატიული ღონისძიებების მასპინძლობა, VIP ოთახები, ღია ვერანდა

საკონტაქტო ინფორმაცია
Smiley face +(995) 32 2 303030
Smiley face info@mgroup.ge
Smiley face თბილისი, ქ. წამებულის ქუჩა N29ა