Description
  • main-logo
  • კურორტი ყვარლის ტბა მდებარეობს საქართველოს უმშვენიერესი რეგიონის, კახეთის შუაგულში, ქალაქ ყვარლის აღმოსავლეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთების ქვეშ. გარშემო ტყე ასწლოვანი ხეებით, წინ ტბა, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბურსა და ჩაგურგულა, უკან ალაზნის თვალუწვდენელი ველი, ფართო ნომრები ტერასებითა და უმშვენიერესი პანორამებით უნიკალურს ხდის კურორტს ყვარლის ტბა. ზაფხულის ცხელ დღეებში შეგიძლიათ ისიამოვნოთ ჩვენი ულამაზესი აუზით, დაისვენოთ სპაში და ისრიალოთ წყლის თხილამურებზე. ბუნების მოყვარულებს შეუძლიათ ჩვენ განუმეორებელ ტბაში წყლის ველოსიპედით ან კატერით გაისეირნონ.
  • კურორტის ფართობი შეადგენს 300 ჰექტარს. 44 ჰექტარი უკავია ტბას, რომლის სიღრმე 20 მეტრია. კომპლექსში შედის სასტუმრო და რეკრეაციული ზონა outdoor სპორტის ელემენტებით.
Smiley face +995 (032) 2 30 30 30
Smiley face info@mgroup.ge
Smiley face ქალაქი ყვარელი, ყვარლის ტბა, კახეთი