Buffet

-
- სახელგანთქმული იტალიური სამზარეულოსთვის მრავალი ეპითეტის პოვნა შეიძლება. თუმცა Buffet-ის მუდმივი სტუმრები მათ ერთი სიტყვით დაახასიათებენ – გემრიელი! ალბათ ამიტომაც აქაური სტუმრები უკვე მრავალი წელია, უცვლელია. Buffet-ის შეფ-მზარეული მზია ციკოლია კი მათ შეკვეთილი კერძით ცნობს.
- “მაგალითად ერთ-ერთი მათგანი წლებია, იმისათვის მოდის, რომ მიირთვას სტეიკი სოუსით “ალფრედო”, სხვები საგანგებოდ აქაური ტირამისუსთვის მობრძანდებიან. ვცდილობ მენიუ ყოველწლიურად გავამდიდრო, გავიგო ყველა სიახლის შესახებ, რომელიც იტალიაში იბადება და Buffet-შიც დავნერგო.
- ირა არის მთავარი ცხოვრებაში? ვისთვის – როგორ, მაგრამ ნამდვილი იტალიელებისთვის კი მთავარი – ოჯახია! რა არის მთავარი ოჯახში? რა თქმა უნდა – სამზარეულო. იტალიური სამზარეულოს საუკეთესო ნიმუში გახლავთ ბუფეტი, რომლის სახელწოდებაც წარმოუდგენლად გემრიელ ასოციაციებს იწვევს. თანამედროვე ინტერიერი, დახვეწილი მომსახურება და მყუდროება – სხვა რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავი იგრძნოთ, როგორც საკუთარ სახლში. ხოლო თუ მოუცლელობის გამო ვერ ახერხებთ ბუფეტის სტუმრობას – შეგიძლიათ შეუკვეთოთ კერძები ადგილზე მიტანით და სასურველ ადგილას მოიწყოთ პატარა “რომაული არდადეგები”.
- კონცეფცია:იტალიური რესტორანი
- ინტერიერი:თანამედროვე, იტალიური შტრიხებით
- სამზარეულო:ტრადიციული იტალიური
- შეფ მზარეული:მზია ციკოლია
- საფირმო კერძი:კოსტოლე დი მაიალე
- ადგილების რაოდენობა დარბაზში:40
- ადგილების რაოდენობა VIP ოთახში:20
- სამუშაო საათები :12:00 – 24:00 (ბოლო სტუმრის გაცილებამდე)
- დამატებითი მომსახურება : ადგილზე მიტანის მომსახურება
- ანგარიშსწორება შესაძლებელია: ბანკის პლასტიკური ბარათებით.
- მზარეული: იტალიურ სამზარეულოს რიმინიში გავეცანი. უზარმაზარ რესტორანში სახელწოდებით “ლა ბოტე”, რაც ქართულად “თევზით სავსე კასრს” ნიშნავს. იქ ასობით სახეობის თევზს ამზადებენ. ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იცით რამ მოახდინა? იმ ვეებერთელა სამზარეულოში ერთი ქვაბიც კი ვერ ვნახე! ყოველდღე სამასამდე სტუმარს მასპინძლობდნენ და ყველაფერი მხოლოდ ტაფებზე მზადდებოდა. პროფესიონალი მზარეული კოვზსაც თითქმის არ ხმარობს. სპაგეტი ტაფაში ისე უნდა დაატრიალო, რომ ამორევა არ დასჭირდეს.
- იტალიელებისთვის არ არსებობს პროდუქტი, რომელიც არ შეიძლება სპაგეტისთან ერთად მიირთვა. სამზარეულოში ყველაფერი დასაშვებია – ნებისმიერი ექსპერიმენტი, ნებისმიერი კერძითა და ნებისმიერი პროდუქტით. რა არ დაიშვება? მხოლოდ ის რაც დაძველდა. ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ მომიმზადებია ნახევარფაბრიკატი. სპაგეტის მხოლოდ შეკვეთის მიღების შემდეგ ვხარშავ. მიუხედავად ამისა, Buffet-ის სამზარეულო ძალიან სწრაფია. იმისათვის რომ დააგემოვნოთ ჩვენთან მომზადებული სტეიკი, ყველაზე მეტი ათი წუთი დაცდა მოგიწევთ. Buffet-ში ასევე, თევზეულის დიდი არჩევანია – ქართული კალმახით დაწყებული, ეგზოტიკური დორადოთი დამთავრებული.